მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 7 პირი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ვანის სამაშველო ჯგუფმა და იმერეთის ხანძრის ქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი შვიდივე პირი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები