გიორგი კვირიკაშვილი: დიმა ჯაიანის ცხოვრება აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილი მსახიობის, დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის, დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და ერთგულ მაყურებელს. დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს – აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ. ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა ის დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი მსახიობი და რეჟისორი, 67 წლის დიმიტრი ჯაიანი თურქეთში გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, დიმიტრი ჯაიანი ბოლო დროს ავადმყოფობდა და თურქეთში სამკურნალოდ იყო წასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები