თბილისში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული 28 ავტომობილი მფლობელებს დაუბრუნდათ

 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მიყენებულ ნებისმიერ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს.

„როგორც ხედავთ, ახლა ხდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან მფლობელებისთვის მანქანების დაბრუნება. უახლოეს პერიოდში, გვექნება ამ მანქანების აღწერა და მათი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში მიყენებულ ნებისმიერ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო.

რაც შეეხება მოსახლეობას, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმების სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა, შესაბამისად, იმ ბინებში, რომლებიც დაზიანებული არ არის, მოსახლეობა ეტაპობრივად დაიწყებს გადმოსვლას, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ.

რაც შეეხება დაზიანებულ ბინებს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დანარჩენი მოქალაქეებიც შეძლებენ გადმოსვლას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები