ანი მიროტაძე: ღირსების ამბავია, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტს სხვა ქვეყანაში აპატიმრებენ

“ღირსების ამბავია, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტს სხვა ქვეყანაში აპატიმრებენ. მან არ იფიქრა საკუთარი ხალხის ღირსებაზე”,-ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ის იმედოვნებს, სხვა ლიდერები მიხვდებიან, როგორ უნდა სცენ პატივი საკუთარ ხალხს. მისივე თქმით, უკრაინაში დაწყებულია პროცესი „უკრაინა პოროშენკოს გარეშე“.
“იმედს ვიტოვებ, სხვა ლიდერები როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიხვდებიან, როგორ უნდა სცენ პატივი საკუთარ ხალხს, რომ ასეთ რთულ მომენტებში საკუთარი ხალხი აღმოჩნდეს მათ გვერდით. რაც შეეხება პოროშენკოს, უკრაინაში დაწყებულია პროცესი „უკრაინა პოროშენკოს გარეშე“ და დიდი ალბათობით, ეს დამთავრდება უკრაინელი ხალხის გამარჯვებით და პოროშენკოს დამარცხებით. რაც მთავარია, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი უსისხლოდ ჩაივლის და უკრაინის პრეზიდენტს ეყოფა იმის ძალა, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს”,-აღნიშნა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები