გიგი უგულავა: მე არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, მაგრამ ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება

„მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება“, – ამ სიტყვებით ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების ფაქტს.
გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
“საპროგნოზოდ ძალიან ძნელია, არ ვიცით რა იქნება, მაგრამ იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა საქართველოში, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მისი საქმიანობა უკრაინაში, ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება. ეს ფაქტი არის მძიმე. პოლიტიკურ აქციებზე არ ვსაუბრობ, ეს მეასეხარისხოვანია. “ევროპული სქართველო” და მე პირადად, სოლიდარული ვართ ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის მიმართ. მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ამის გამო მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. გასახარი არაფერი არ არის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები