მიხეილ სააკაშვილი მეუღლეს სთხოვს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და მისი უფლებები დაიცვას

„მიხეილ სააკაშვილი მეუღლეს სთხოვს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და მისი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას“, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩორნოლუცკიმ განაცხადა.
ადვოკატმა აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა.
„მიხეილ სააკაშვილი სთხოვს მეუღლეს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, მის მეუღლესთან გავწიოთ მუშაობა და მოვახდინოთ საგამოძიებო იზოლატორში მისი წარმოდგენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.
მისივე თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, მეგობრის ბინაში დააკავეს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები