მამუკა არეშიძე: უკრაინაში კარგად ესმით, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი უფრო საშიშია, ვიდრე გარეთ მყოფი

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, პოროშენკოს ხელისუფლებამ ისეთი შეცდომა დაუშვა, რამაც მისი ხელისუფლების დისკრედიტაცია გამოიწვია. მისივე თქმით, უკრაინისთვის ციხეში მყოფი სააკაშვილი უფრო საშიშია, ვიდრე გარეთ მყოფი.
„პოროშენკოს ხელისუფლებამ დიდი შეცდომები დაუშვა, რამაც მისი ხელისუფლების დისკრედიტაცია გამოიწვია. პირველი შეცდომა იყო ის, რომ მან კორუფციასთან ბრძოლა არ მოინდომა და მეორე ის, რომ არ თმობდა მის ბიზნესებს, რომელიც რუსეთში ჰქონდა. ამან და სხვა პრობლემებმა გამოწვია ეს ყველაფერი და გააღიზიანა მისი მოკავშირეებიც. ახლა უკვე გვიანია და სააკაშვილს ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა იმისათვის, რომ პოროშენკოსთვის შეეტია.
მაგრამ სააკაშვილმაც დაუშვა სერიოზული შეცდომები, მან მოინდომა პირველობა. ამიტომ შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული. სააკაშვილის მომხრეების სიმცირემ განაპირობა მისი ბედი, თუმცა უკრაინაში კარგად ესმით, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი უფრო საშიშია, ვიდრე გარეთ მყოფი. ციხეში მყოფი სააკაშვილი ოპოზიციის კონსოლიდაციას გამოიწვევს არა მის დასაცავად, არამედ თავიანთი უფლებების დასაცავად, იმიტომ, რომ თუ დღეს სააკაშვილი გაწირეს, ხვალ მათი რიგიც დადგება. გარდა ამისა, დასავლეთიც ჩაერევა ამ ამბებში“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მან აღნიშნა, გამოსავალი არის რამდენიმე და ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ პოროშენკომ უნდა მოახერხოს და სააკაშვილი ჩასვას ციხეში, იმ დანაშაულის გამო, რაც მან კიევში ჩაიდინა. თუმცა, როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, ამჟამად თავად პოროშენკოს საქმეც ძალიან მძიმედ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები