ზაზა ხატიაშვილი: ვისურვებდი, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს, ეს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე არჩევნები იქნება

„ვისურვებდი, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს, ეს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე არჩევნები იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა სპორტის სასახლეში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად პროცედურები მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უნდა იყოს გაბედული, ძალიან მებრძოლი და უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს.
“ვისურვებდი, ადვოკატთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ გააგრძელოს ის, რასაც მე ვაკეთებდი. ასევე, უნდა განვითარდეს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარება, სასწავლო პროცესები დაიხვეწოს და ადვოკატთა ასოციაცია წინ წავიდეს. რასაც მივაღწიეთ, იყო კარგი, მაგრამ ადვოკატთა ასოციაცია კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის წარმატების მოდელი და ის უნდა გაგრძელდეს. ვისურვებდი, რომ მშვიდად ჩაიაროს არჩევნებმა. ეს იქნება უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე არჩევნები. გუშინ მომმართეს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა, რომ მათი ბიულეტენები დამემოწმებინა მათი ბეჭდებით. ამაზე დავთანხმდი, იმიტომ, რომ არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდეს კითხვა, რომ რაღაც არასწორად ჩატარდა”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ცნობისათვის, ზაზა ხატიაშვილმა მედიას, 8 წლის განმავლობაში, მისი მხარდაჭერისა და კარგი თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები