პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს

“ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე პირველადი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა სარგანი აცხადებს.
ლარისა სარგანმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. მისივე განცხადებით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს. პრესმდივნის ინფორმაციით, სააკაშვილთან იმყოფებიან მისი ადვოკატები, ყველა ქმედება საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც სააკაშვილია მოთავსებული, დაცვაა გაძლიერებული. ადგილზე შეკრებილი არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები