დავით ასათიანი: ადვოკატთა ასოციაცია ჩაატარებს დემოკრატიულ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ არჩევნებს

სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. კანდიდატებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა, დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი არჩევნები დემოკრატიულად წარიმართება.
„დარწმუნებული ვარ, ადვოკატთა ასოციაცია დღეს ჩაატარებს დემოკრატიულ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ არჩევნებს და გაიმარჯვებს ჩვენი ერთიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპი. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები და იდეები, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა – უფრო თვითმმართველი და აპოლიტიკური ორგანიზაცია გახდეს ადვოკატთა ასოციაცია. დარწმუნებული ვარ კოლეგების მხარდაჭერაში, იმიტომ, რომ ჩვენს ერთიანობას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თვითმმართველობას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა დავით ასათიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები