“ბარიგების ხელისუფლებამ” აბსურდული ბრალდებებით დამაკავა, არ შეგეშინდეთ, გამოდით კვირას დაგეგმილ აქციაზე”

უკრაინაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებსა და უკრაინელებს მიმართავს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“ მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც სააკაშვილის წერს, ის “ბარიგების ხელისუფლებამ” აბსურდული ბრალდებებით დააკავა.
„ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო! “ბარიგების ხელისუფლებამ” მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები