ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. რვაწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, ზაზა ხატიაშვილს დასახელებული ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთი შეცვლის.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის საარჩევნო კანდიდატებად რეგისტრირებული არიან: დავით ასათიანი, დავით ებრალიძე, დავით ლანჩავა, ლევან ჯანაშია და ირმა ჭკადუა. ყველა მათგანი პრაქტიკოსი ადვოკატია.
სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 10:00 საათზე გაიხსნება, სადაც ოთხი წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით აირჩევენ.
როგორც ცნობილია, ადვოკატთა ასოციაციაში 4700 ადვოკატია გაწევრიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები