დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის ლიდერებმა გააკრიტიკეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, თეთრი სახლის 2 მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება პალესტინისა და ისრაელის სამშვიდობო ურთიერთობებს დროებით ხელს შეუშლის. ასევე აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პრეზიდენტის სამშვიდობო ჯგუფსა და პალესტინის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, საუბარი არ შემდგარა.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტრამპმა პალესტინელებს საკმარისი ნდობა აჩვენა, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ უთანხმოებას გაანეიტრალებს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, პალესტინელმა მოსახლეობამაც გააპროტესტა, მათ შობისთვის განათებული ნაძვის ხეები ჩააბნელეს და ტრამპის ფოტოები დაწვეს.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები