ისრაელის პრემიერ-მინისტრი: აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გამოეხმაურაა და ფაქტს ისტორიული უწოდა. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, იერუსალიმი ქვეყნის ოცნებების ცენტრი იყო.
მან ამერიკის პრეზიდენტს სამართლიანი და მამაცი გადაწყეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ისტორიული დღეა. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება.

ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ იქნება მშვიდობა, თუ ის არ მოიცავს იერუსალიმს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქს. მშვიდობის მოყვარულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაში და მათი საელჩოების იერუსალიმში გადმოტანაში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები