დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა

აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს,-ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
“გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, იერუსალიმი ისრეალის დედაქალაქად ოფიციალურად ვაღიაროთ”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს. მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯერჯერობით თელ-ავივში დარჩება და იერუსალიმში არ გადავა.
აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქი, როგორც ისრაელი, ასევე პალესტინური საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები