ვლადიმერ პუტინი: მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას წარვადგენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

„ჩემს კანდიდატურას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვადგენ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, გორკის საავტომობილო ქარხნის „ГАЗ“-ის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

პუტინმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადების გაკეთებისთვის უკეთესი ადგილი არ არსებობს.
„რუსეთი მხოლოდ წინ წავა, ამას კი ხელს ვერავინ შეუშლის“, – აღნიშნა პუტინმა.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები