გლოვის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე დროშა დაეშვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები საქართველოს სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე ეშვება.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებთ 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები