თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის ” ცნობით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია შეეზღუდება. ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდგორის რაიონში, სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 13:00 საათიდან 14:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში, ლიბანის, სალხინოს და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები