დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა

საქართველოს, 27-28 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა.
27 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

11:30 საათზე, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.

28 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე – მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში – „High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability“.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები