თურქეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.
,,დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ საღამოს საათებში, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და არიან დაშავებულებიც.
პირადად მე და თურქეთის მთავრობა, ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მწუხარებას, მომხდარი ფაქტის გამო, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ და ქართველ ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“, – ნათქვამია თურქეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები