ნიკოლოზ სირაძე: სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო კიბე უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა

„ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო კიბე არსებობდა, თუმცა ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა“, – ამის შესახებ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სასტუმრო „ლეოგრანდში“ და არსებობდა თუ არა საევაკუაციო კიბე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უკვე გამოძიება სსსკ-ის 243-ე მუხლით. წინასწარი მონაცემებით, კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს მისი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,“ – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე. 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რომელთაგან 7 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები