სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სპეცრაზმელს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი კი ხვალვე ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. დაღუპულ სპეცრაზმელს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი დაკავებულია, ხოლო 3 ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები