აგლაძის ქუჩაზე გამწვანების აქცია მოეწყო

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, დიდუბის რაიონში გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო. მერიის ინფორმაციით, აგლაძის ქუჩის N26-ში მდებარე სკვერში მოსახლეობამ, დიდუბის რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი სახეობის მცენარეები დარგო.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე სულ 450 ძირი სხვადასხვა მცენარე დარგო, 250 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარის დარგვა კი, უახლოეს მომავალში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები