დავით სერგეენკო: ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულებს მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდებათ

“სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულებს მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდებათ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადა, სადაც მან ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა.
მისივე თქმით, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს 7 პაციენტი და ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება მხოლოდ ერთი, 70 წლამდე მამაკაცი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, 1 კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები