ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს პოლიცია კითხავს

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები დაკითხვაზე იმყოფებიან. რაიონული პოლიციის განყოფილებაში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კვირკველიას და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატ, გიორგი გიუაშვილს კითხავენ.

„ტელეკომპანია ბორჯომის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები საკრებულოს შენობაში დღეს განვითარებული მოვლენებით ერთ-ერთი მოქალაქის ზარის შემდეგ დაინტერესდნენ.

ბორჯომში საკრებულოს სხდომაზე დილიდან ხმაური იყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიისა და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატები. ინციდენტის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგა გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა.

დეპუტატების დაკითხვაზე ყოფნის გამო ამ დრომდე ხმის დამთვლელი კომისიის ფორმირება ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები