ბექა ნაცვლიშვილი: იმედი მაქვს, საკრებულოსა და მერიას შორის ურთიერთობა საქმიანი ფორმით წარიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ წევრმა და საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს და ის ვერ იქნება ახალი ინიციატივების საფუძვლის შემქმნელი. მისივე თქმით, საკრებულოში კომპეტენტური პირები არიან, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური აზრი ჰქონდეთ მერიიდან შემოტანილ ინიციატივაზე.
„საკრებულო არ არის აღჭურვილი კანონშემოქმედებითი უფლებამოსილებით. მას აქვს უფრო მაკონტროლებელი ფუნქცია, ის ვერ იქნება ახალი ინიციატივების საფუძვლის შემქმნელი. რაც შეეხება ახალ შემადგენლობას საკრებულოში, ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და იმედი მაქვს, საკრებულოსა და მერიას შორის ურთიერთობა საქმიანი ფორმით წარიმართება. თუმცა, წინააღმდეგობები მაშინაც იყო მერიასა და საკრებულოს შორის. საკრებულოში არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური აზრი ჰქონდეთ შემოტანილ ინიციატივაზე, რომელიც მერიიდან შემოვა“,-განაცხადა ბექ ნაცვლიშვილმა.
მან პარტიებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა პერსონიფიცირებული გახდა.
„დღესდღეობით პარტიები არიან ძალიან სუსტნი, იმიტომ, რომ ზოგადად პოლიტიკა გახდა პერსონიფიცირებული, აქცენტი კეთდება პერსონებზე და არა განსხვავებულ იდეებზე.სანამ არ იქნება შინაარსზე დაფუძნებული პოლიტიკა, ალტერნატივა არ გაჩნდება შინაარსობრივი მმართველი გუნდის, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულობა არის ის, რომ ალტერნატიული ხედვები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არსებობს“,-აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები