მაია ბითაძე: მაქსიმალურად მაქვს სურვილი, რომ კახა კალაძეს მხარში ამოვუდგე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სურვილი აქვს, კახა კალაძის გუნდის წევრი იყოს.
„ამ საკითხზე კახა კალაძე განცხადებას უახლოეს მომავალში თავად გააკეთებს. ბუნებრივია, ჩემი გადაწყვეტილებით სამინისტროდან იმიტომ წამოვედი, რომ მუშაობა მის გუნდში გამეგრძელებინა. მაქსიმალურად მაქვს სურვილი, რომ მას მხარში ამოვუდგე, რათა ის პროგრამა განახორციელოს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ თანამდებობებს, ამის თაობაზე ზუსტი განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება“, – აღნიშნა “პირველ არხთან” საუბრისას ბითაძემ.
კანონმდებლობის თანახმად, დედაქალაქის ახალი მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები