იტალიური მედია: კახა კალაძის მატჩი, სადაც მას დამატებითი დრო არ დასჭირდა

„კახა კალაძე თბილისის ახალი მერია“, – ამ სათაურით ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica სტატიას აქვეყნებს.
„მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა – კახა კალაძემ საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის ითამაშა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 51,13% დააგროვა, რაც საკმარისი იყო გამარჯვებისთვის და უკვე ოფიციალურად თბილისის ახალი მერია“, – წერს იტალიური გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ კახა კალაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. „ყოფილი ფეხბურთელი პერსონიფიცირებული „ქართული ოცნებაა“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები