თამარ ჩუგოშვილი: ვეტოს დავძლევთ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება

„ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მივიღეთ. მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გაზიარების საკითხს.
როგორც მან განაცხადა, ვენეციის კომისის თქმით, ეს კონსტიტუცია ლოგიკური დასასრულია საქართველოს ევოლუციის საპარლამენტო რესპუბლიკის გზაზე.
„ჩვენს წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდათ და მსჯელობა გაიმართა იმაზე, რომ მოტივირებულ შენიშვნებში საუბარი ორ საკითხზე ყოფილიყო. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ორი საკითხისთვის სხვა პრინციპული საკითხებიც დაემატებინა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მივიღეთ. მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება. პრეზიდენტმა ამ ცვლილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ხელი არ შეუწყო, შესაბამისად, ინიცირების ახალ პროცესს დავიწყებთ. ამ კონსტიტუციით ის ხდება, რაც არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა – 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ხოლო გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ მოცემულობას ვცვლით”, – განაცხადა ჩუგოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები