მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: იურიდიული არგუმენტები ვერ მოვისმინეთ
პრეზიდენტის ვეტოს ე.წ . მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიული არგუმენტები ვერ მოვისმინეთ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მინას ნიშნავს, რომ ორ საკითხთან მიმართებაში ქვა მხოლოდ პოლიტიკური მერკანტილური დღის წესრიგი, რომელიც თანხვედრაშია ოპოზიციის დღის წესრიგითან.
“თქვენ რომ სცადოთ და ქალბატონი ანას რამდენიმე საათიანი პასუხებიდან ამოიღოთ იურიდიული არგუმენტი, ამას ვერ შეძლებთ, რადგან იურიდიული არგუმენტები პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებზე ჩვენ არ მოგვისმენია, მიუხედავად არაერთი მცდელობისა”,- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შენიშვნების განხილვა კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს და თავად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციასთან მიმართებაში პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის ქონაში ადანაშაულებდნენ.