გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,  ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე  ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები განიხილებოდა, რომელიც საქართველომ ამ სამიტის მოსამზადებლად უნდა გაიაროს. შეხვედრაზე ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა განიხილეს.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.

„განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის”, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები