გიორგი გაჩეჩილაძე: ტექდათვალიერება შეზღუდავს, შეამცირებს გამონაბოლქვის რაოდენობას

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ბიუჯეტსა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მემკვიდრეობით ერგო თბილისს.
ის იმედოვნებს, რომ დაავადებული ხეების მთლიანი ინვენტარიზაცია ჩატარდება.
„თბილისს აქვს თავისი ბიუჯეტი და არჩევნების შემდეგ დაამტკიცებს ახალ პრიორიტეტებს. თბილისში ბუნებრივი პრობლემებიც გვაქვს, დაავადებული ხეების სახით. ძირითადად, ეს არის ფიჭვი, რაც თბილისის ხეების დაახლოებით 25%-ია. იმედია, რომ ახლა ჩატარდება მთლიანი ინვენტარიზაცია. ამას სჭირდება შესაბამისი თანხები. დღევანდელი მემკვიდრეობის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ დაახლოებით მშენებლობისთვის 6-დან 7 მილიონ კვადრატულ მეტრამდეა ნებართვა გაცემული, რომელიც ჯერ არ არის დაწყებული. ათ სართულიან კორპუსზე, რომ იანგარიშო ეს დაახლოებით 1500 სახლია”,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.
პარლამენტის წევრმა ტექდათვალიერების დადებით მხარეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდება. მან ასევე ტყეების დაცვის პრობლემასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ კონსტიტუციის განხილვის დროს ამ საკითხის გარშემოც იმსჯელებენ.
„მომავალი წლიდან შემოდის ტექდათვალიერება, რომელიც შეზღუდავს, შეამცირებს გამონაბოლქვის რაოდენობას. გარდა ამისა ბენზინის ახალი სტანდარტი შემოდის, ეს არის მაქსიმალური სტანდარტი, რომელშიც გოგირდისა და აზოტის შემცველობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გამონაბოლქვში. ჩვენ წინა პარლამენტში გავაუქმეთ საბაჟო გადასახადები „ელექტრომობილზე” და მინიმუმამდე დავიყვანეთ ჰიბრიდზე საბაჟო გადასახადი. ასევე 125 ახალი ავტობუსი დაემატება თბილისს. კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩენ შეთანხმებულები ვართ და ვიცით როგორ იქნება, ეს იქნება ბიუჯეტის საკითხების განხილვა, იმიტომ, რომ არის გარკვეული მოსაზრებები სხვადასხვა კომიტეტებიდან და დღეს ეს პრეტენზიები იქნება განხილული. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები ტყეების დაცვასთან დაკავშირებით, ძალიან მცირე რაოდენობის მეტყევეები გვყავს და გაზრდაა საჭირო. არა მარტო იმიტომ, რომ ტყეები დავიცვათ ბრაკონიერებისგან, არამედ ხანძრებისაგან დაცვა, პრევენცია სჭირდება ტყეებს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ სეზონური მეტყევეები გვყავდეს რისი პრაქტიკაც მსოფლიოში არსებობს”, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები