გიორგი გაჩეჩილაძე: თბილისში ჰაერში მტვერიანობა 5-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმას

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ გარემოსდაცვით მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მძიმე სიტუაცია დამტვერიანობის თვალსაზრისითაა, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ტყვიის შემცველობამ თბილისის ატმოსფეროს ჰაერში დაიკლო.
მისივე თქმით, ძირითადად ორი პრობლემაა გამოკვეთილი, რომელიც თბილისის დაბინძურებას უკავშირდება. გაჩეჩილაძემ ის უბნებიც დაასახელა, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების მხრივ.
„ოფიციალური კვლევები აჩვენებს, რომ ამდენად დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ეს აისახება კიდევაც ჯანდაცვის სტატისტიკაზეც. დიდი ზრდაა ფილტვების და ონკოლოგიური დაავადებების, სადაც ცნობილია, რომ ეკოლოგია ერთ-ერთი გადამწყვეტია ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მძიმე სიტუაცია არის დამტვერიანობის თვალსაზრისით, დაახლოებით 5-ჯერ აჭარბებს ნორმას თბილისში ჰაერის​ მტვრიანობა რაც, რა თქმა უდნა, ფილტვების და სასუნთქი გზების ორგანოებისათვის ძალიან მძიმეა. მერეა გოგირდის დიოქსიდი, დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს მისი კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას, შემდეგაა აზოტის დიოქსიდი და ა.შ. რაც პირდაპირ დაკავშირებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან. კარგი ამბავია ის, რომ ტყვიის შემცველობამ დაიკლო თბილისის ატმოსფეროს ჰაერში, რაც ბენზინის ხარისხის გაუმჯობესებას მოჰყვა. იცით, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ევროპულ ბენზინზე გადავედით, თუმცა ეს აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აქედან იკვეთება ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც თბილისის დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, ესაა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და რა თქმა უნდა, მშენებლობების მტვრიანობა და გამწვანებული ფართობების მცირე რაოდენობა. შემიძლია ჩამოგითვალოთ უბნები სადაც მძიმე მდგომარეობაა, ესაა: მთაწმინდა-სოლოლაკი, ჩუღურეთი, ვერა, ავლაბარი, დიდუბე, კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი, სამგორის მესამე მასივი, ქვემო სამგორი, ლილო, გლდანი და სანზონაც. ასეთია თბილისის დაახლოებით 48%”, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მან ასევე ავტოტრანსპორტისა და გამწვანების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანქანების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია და ეკოლოგიის დაბინძურებას იწვევს. როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა, გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე საგრძნობლად არის შემცირებული.
„თბილისი არის თავკომბალა, რომელშიც სტატისტიკურად ცხოვრობს მილიონ ასი ათასი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში მილიონ ხუთასი ათასი ანუ საქართველოს მთელი მოსახლეობის 40-45%. დაახლოებით მილიონი მანქანაა საქართველოში, აქედან ოთხასი ათასი თბილისშია და მათგან მხოლოდ 3% არის წლოვანებით ახალი. დანარჩენი ეკოლოგიის დამაბინძურებელი მანქანებია. ძალიან განუვითარებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სტატისტიკით, ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსები და ა.შ ნახევარ მილიონიან გადაზიდვას ახორციელებენ და ორასი ათას ადამიანს ემსახურება. ამავდროულად 8 დან 10 ათასამდე ტაქსი და 2000 მიკროავტობუსია, რომელიც ტექნიკურად რა მდგომარეობაშია, თქვენც კარგად იცით, ამიტომ ავტოტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამწვანების საკითხს, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. 89 წლიდან მაჩვენებელი თბილისში გამწვანება, 13 მეტრ კვადრატი იყო ერთ სულ მოსახლეზე. იმ პერიოდში თბილისში, 19 მილიონი ხე იყო. დღესდღეობით კი სამი მეტრ კუბია ერთ მოსახლეზე. 2009 წლის თბილისის გენ გეგმის მიხედვით 11 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო ერთ სულ მოსახლეზე გამწვანება. 2009 წლიდან 2013 წლამდე 1500 ცვლილება შევიდა მიწათსარგებლობის გეგმაში და 50 ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა გადაკეთდა სხვა ზონად, სადაც მშენებლობები განხორციელდა. ანუ 2009 წლის გენ გეგმამ თავისი აზრი დაკარგა. გარდა ამისა არსებობს ოფიციალური მონაცემები ეს არის აუდიტის დასკვნა, როგორ გაიცა უგულავას მერობის დროს 21 ათასი ხის მოჭრაზე თბილისში ნებართვა”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები