ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

ლეგენდარულ მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.
პანაშვიდები მსახიობის სახლში, აბაშიძის 62 ნომერში 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება.
შაბათს კი, ლიკა ქავჟარაძეს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ.
ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები