ჯეიმს აპატურაი: უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს უსაფრთხოება ეჭვქვეშ სამხედრო თვალსაზრისით დადგებოდა. ეს საშინელება იქნებოდა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვის. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალური მდივანი რუმინეთში იმყოფებოდა. რუმინეთის მთავრობამ ახალი ბატალიონი ჩამოაყალიბა. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენს პარტნიორებთან, ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, წვრთნებს. ბალტიის ზღვის რეგიონში აღნიშნული პროცესი უფრო განვითარებულია, ვინაიდან იქ ეს პროცესი ადრე დავიწყეთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან“, – განაცხადა აპატურაიმ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები