შარტავას ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

დაჭრილი პოლიციელი, რომელიც შარტავას ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ იპოვეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დღის წინ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაჭრილი მამაკაცი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადარბაზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. თუმცა, მოგვიანებით ყოფილი პოლიციელი დაჭრილი აღმოჩნდა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, პოლიციელი, ზურაბ ტაკიძე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები