იტალიაში 43 წლის ქართველი სერიული მძარცველი დააკავეს

იტალიაში, ქალაქ მოდენაში პოლიციამ ქართველი მამაკაცი, რომელიც რამდენჯერმე იყო ქურდობისთვის ნასამართლები, დააკავა.
ამჯერად, სამართალდამცავებმა ის სუპერმარკეტში აიყვანეს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მან სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა და თანხის გადახდის გარეშე მაღაზიის დატოვება სცადა. მარკეტის დაცვამ მამაკაცი გააჩერა და აღმოჩნდა, რომ მას ჩანთაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, რომელიც ალუმინის ფირფიტებით იყო გაწყობილი და შესაბამისად, მაღაზიის დეტექტორებმა მოპარული ნივთები ვერ დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ისედაც შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და მას სახლიდან გასვლა მხოლოდ გარკვეულ საათებში შეეძლო. ამჯერად კი სასამართლომ მას ერთი წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები