რუსთავში 12 წლის გოგონაზე ძალადობა განხორციელდა – ბრალდებული დაკავებულია

პოლიციამ რუსთავში, 12 წლის გოგონას ცემაში ბრალდებული დააკავა. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი რუსთავის XIX მიკრო რაიონში ორი დღის წინ დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა 12 წლამდე ასაკის გოგონა სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა და მასზე იძალადა. მამაკაცი ადგილიდან იმ დროს მიიმალა, როდესაც ბავშვის ყვირილზე მეზობლები გარეთ გავიდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები