ირაკლი ფირცხალავას პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა.
ის პროკურატურამ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 371-ე მუხლით მისცა, რაც მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ითვალისწინებს.
2017 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე. მამალაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ფირცხალავას მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე, მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას.
სასამართლო პროცესი დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მისთვის ბრალი საერთოდ არ წარუდგენიათ და არც იცის, რატომ იმყოფება დღეს პროცესზე.
ბრალდებულის თქმით, მას ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორის განცხადებით, ბრალის წარდგენა კანონის დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები