კახეთში დედა-შვილს თანასოფლელი ფიზიკურად გაუსწორდა

კახეთში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულების თანასოფლელია. ისინი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დედა-შვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება ქონების განაწილებაში შეუთანხმებლობას მოჰყვა. მეზობლების თქმით, მხარეებს შორის დიდი ხანია, კონფლიქტია.
როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას და მიმდინარეობს სამუშაოები ბრალდებულის დასაკავებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები