თელავის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობას წინ  თანასოფლელებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს დანაშაული გახსნილია, ვინაიდან პირი დადგენილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები ეჭვმიტანილის დასაკავებლად.

მომხდარზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები