შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა

შარტავას #35-ში ნაპოვნი მამკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადყვანილი. მამაკაცი, რომელსაც ცეცხლასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ცოცხალი აღმოჩნდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული.

მამაკაცის გარდაცვალება საავადმყოფოში მიყვანის დროს ექიმებმა არ დაადასტურეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციაში რჩება.

ამასთან თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ძალოვანი უწყების თანამშრომელია და ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამავე დროს „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები