შსს-მ, თბილისში წუხელ ოთხი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ. დ., 1999 წელს დაბადებული გ. ა. და 1995 წელს დაბადებული თ. გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობი ოთხი მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი პირები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან 5 წუთში, გრიბოედოვის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები