მიხეილ სააკაშვილი 3400 გრივნის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მოსამართლე იური ბილოუსმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს, 3400 გრივნის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.
მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები