ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო, 17 წლის გოგონა კომაშია – ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის შემოწმებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 17 წლის გოგონას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის შემოწმებას იწყებს.
როგორც „კვირას“ რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, სამინისტრომ 17 წლის გოგონას სამედიცინო დოკუმენტაცია კლინიკიდან უკვე გამოითხოვა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლოს დადგენილებას მიიღებენ რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის შემოწმებას დაიწყებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
პაციენტის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელ გოგონას პლასტიკურმა ქირურგმა, ზაქარია ოდიშვილმა ცხვირის ოპერაცია 7 სექტემბერს გაუკეთა.
მათივე თქმით, ოპერაციის შემდეგ გოგონა ნარკოზიდან გამოვიდა, პალატაში გადმოიყვანეს და ამ დროს იგი უკვე კონტაქტური იყო, თუმცა „მერე ძილი მოერია და დაეძინა“.
აღსანიშნავია, რომ პაციენტი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები