საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ერთი ფოთის საკრებულოს წევრია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო საქონლის შენახვა – გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ”კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე – 3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები