სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ფუტკარაძე დააკავა.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დღესვემ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
უწყების ინფორმაციით, ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
„მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს“, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები