საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული მოწყობილობის – ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში, გამოავლინეს ოთხი ობიექტი, სადაც განთავსებული იყო ელექტრონული მოწყობილობა – ე.წ. „სიმ ბოქსი,“ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, რომლითაც უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 192-ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები