კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი “გელა თბილისკი” დააკავეს

უკრაინაში, კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი “გელა თბილისკი“ დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გაზაფხულზე სამართალდამცველებმა 51 წლის გელა ჯოშუა დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც “გელა თბილისკი“ და უკრაინაში მფარველობდა ავტომობილების ქურდებს.
მაშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ტერიტორიაზე მის გაძევებაზე
„პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ თუ როგორ და რა საბუთებით შემოვიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები