სუს-ის უფროსი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები განიხილეს.
სუს-ის ინფორმაციით, საუბარი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს შეეხო. შეხვედრას საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი და სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები